მოგესალმებით
გვიხარია, რომ 19-20 ივნისს, პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ მხარეში გიმასპინძლებთ.
ტურის ფარგლებში მოვინახულებთ „ბორჯომის“ ახალ ჩამომსხმელ ქარხანას, სადაც გაგაცნობთ 135-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდის საწარმოო პროცესს.
გვინდა, ეს მოგზაურობა თქვენთვის სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყოს.
გთხოვთ, გაეცნოთ ტურის პროგრამას.
19 ივნისი – I დღე
- 09:30 შეკრება სპორტის სასახლესთან და გამგზავრება ბორჯომის მიმართულებით
- 12:30 ჩასვლა ყვიბისში, „ბორჯომის“ ახალ ჩამომსხმელ ქარხანაში
- 13:00 „ბორჯომის“ ისტორიული სივრცის მონახულება და ფურშეტი
- 13:30 მისასალმებელი სიტყვა „ბორჯომის“ წარმომადგენლებისგან ბრენდისა და ახალი ჩამომსხმელი ქარხნის შესახებ
- 14:00 ქარხნის დათვალიერება და საწარმოო პროცესის გაცნობა
- 15:00 სტუმრობა ბორჯომის სასწავლო/ტრენინგ ცენტრში, ცენტრის საქმიანობის გაცნობა და შეხვედრა მოსწავლეებთან
- 15:30 დაბინავება Crowne Plaza Borjomi-ში და თავისუფალი დრო
- 19:00 ვახშამი სასტუმროს ქართულ დარბაზში
20 ივნისი – II დღე
- 07:00 – 11:00 საუზმე სასტუმროში
- 10:30 – 11:30 სურვილისამებრ მონაწილეობა საფეხმავლო ტურში “ბორჯომი - მარადმწვანე ქალაქის ისტორია”, ზურა ბალანჩივაძესთან ერთად.
- 12:00 Check out და გამომგზავრება სასტუმროდან
- 13:00 სადილი რესტორან „კევრში"
- 15:00 გამგზავრება თბილისის მიმართულებით
- 18:00 თბილისში დაბრუნება
ტური
„ბორჯომი – ამბავი მარადმწვანე ქალაქზე"
- 10:30 შეკრება Crowne Plaza Borjomi-ის ლობიში და ტურის დაწყება
ტურის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ბორჯომის ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობასა და იმ ადამიანებს, რომელებმაც ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს
ტურის მთავარი თემები:
- „ბორჯომის" ცენტრალური, ისტორიული პარკის დათვალიერება
- „ბორჯომის" მინერალური წყლის ისტორიის დასაწყისი და პირველი ჩამომსხმელი ქარხანა
- მინერალური წყლის დეგუსტაცია გუმბათოვან პავილიონში
- საქართველოს პირველი ჰესი და რომანოვების ისტორია
- ბორჯომი და პეტრე ჩაიკოვსკი
- 11:30 ტურის დასრულება და დაბრუნება სასტუმროში
გელით